საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის გახსნა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო.
ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, აბდულვაჰად რადიმ და ჟენევაში გაეროს ოფისის გენერალურმა მდივანმა, მაიკლ მიოლერმა მიმართეს.
დამსწრეებმა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის ვიდეო მიმართვაც მოისმინეს. გენერალური ასამბლეის მთავარი სადისკუსიო თემა ,,გენდერული თანასწორობის მიღწევა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტაა“.
ღონისძიებაში ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე გენერალური ასამბლეის მუშაობა 16 ოტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.
კომენტარი