სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მდიდრული წვეულება თვალებდათხრილი და დასახიჩრებული რეალობის პარალელურად


მაშინ, როდესაც ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, ივანიშვილის რეჟიმმა ხალხს თვალები დათხარა, რამდენიმე ასეული დაასახიჩრა, ხოლო ორი ადამიანი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის, თბილისის კორუმპირებული მერის ოჯახი მდიდრული წვეულებებისთვის იცლის.

მაგალითად, ეს ფოტო კახი კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის დაბადების დღეზეა გადაღებული 2019 წლის პირველ ივლისს.

ანუკი არეშიძემ მდიდრული დაბადების დღე წყნეთში აღნიშნა, ფოტო კი, დიზაინერ მაკა კვიციანთან ერთად გადაიღო.

როდესაც ხალხი რუსთაველზე რეჟიმის მიერ ჩადენილ სისასტიკეს 12 დღეა აპროტესტებს, თბილისის მერმა (რომელიც ღრმა კორუფციაშია ჩაფლული) და მისმა მეუღლემ, ალბათ, ცოტათი მაინც უნდა შეიკავონ თავი მდიდრული წვეულებებისა თუ ზეიმებისგან.

ხალხს დამიზნებით მძიმეწონიან ცხოველებზე გათვლილი ტყვიები ესროლეს, თვალები დათხარეს და საკითხავია, რა ეზეიმებათ ივანიშვილის რეჟიმის პირველი პირებსა და მათი ოჯახის წევრებს?

შეგახსენებთ რომ კახი კალაძის მეჯვარე არქი ჯგუფის დამფუძნებელი და მილიონერი დეპუტატი წულაიაა, რომელსაც მერმა თავის ჯვრისწერამდე ერთი დღით ადრე 13 მილიონის ღირებულების მიწა ერთ ლარად აჩუქა.

მანამდე კი, კალაძემ მილიონ 600 ათასი ლარი, შემოსავლის სახით, ისე მიუთითა ქონებრივ დეკლარაციაში რომ მისი წარმომავლობა ვერ დაასაბუთა. კერძოდ, კალაძე ამტკიცებდა რომ ეს ფული მან მისი კუთვნილი უკრაინული კომპანიებისგან, დივიდენდის სახით მიიღო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ინფორმაცია უკრაინის საგადასახადო სამსახურებში გადავამოწმეთ, აღმოჩნდა რომ დასახელებულ კომპანიებს წლის განმავლობაში ასეთი მოგება ფიზიკურად არ ჰქონდათ.

შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი რომ კალაძემ მილიონ 600 ათასი ლარი არალეგალურად იშოვა და უკრაინული კომპანიების გამოყენებით გაათეთრა.

სავარაუდოდ, კალაძე სწორედ ასეთი საეჭვო და კორუფციული ფულით აფინანსებს მდიდრულ წვეულებებსა თუ საკუთარ პიარს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100