სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლანა ღოღობერიძისა და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმები მიანმარის კინომემკვიდრეობის ფესტივალზე აჩვენეს

ლანა ღოღობერიძისა და ნუცაალექსი-მესხიშვილის ფილმები მიანმარის კინო მემკვიდრეობის ფესტივალზე (Memory Film Festival) აჩვენეს. საფესტივალო ჩვენებებს ქართველი რეჟისორები თავად ესწრებოდნენ. ფესტივალის 50 ფილმს შორის იყო ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, ასევე ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა“. კინო მემკვიდრეობის ცნობილ ფესტივალზე საქართველო ერთი ოჯახის რეჟისორთა სამმა თაობამ წარადგინა.

Memory Film Festival - კინო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია აზიაში, რომელიც წელს ქალებს მიეძღვნა. მსოფლიო კინო სამყაროს არაერთ ცნობილ წარმომადგენელთან ერთად ფესტივალს სპეციალური სტუმრის რანგში ფრანგული კინო სვარსკვლავი - კატრინ დენევი ესწრებოდა.

Memory Film Festival მიანმარში 28 ივნის სგაიხსნადა 7 ივლისს გრანდიოზული საზეიმო ცერემონიით დაიხურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100