25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმე - ბაჩო სირაძეს მოსამართლემ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმე - ვაკეში მომხდარი სასტიკი დანაშაულის საქმეზე მოსამართლემ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ბაჩო სირაძე 15 წლიან პატიმრობაში გაუშვა. ხოლო მეორე ბრალდებულს, მძღოლს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც სირაძეს ბრალი ედებოდა, 109-ე მუხლი გადააკვალიფიცირა გადააკვალიფიცირა და პატიმრობა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა. მას სასამართლოზე დუმილი არ დაურღვევია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს. ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირრსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. როგორ არ მიუსაჯეს, რა 15 წელი, როგორი შვილი მომიკლა. არარსებობს, გავსაჩივრებ, მოვკვდები, შევეწირები. უნდა შეცვალონ გადაწყვეტილება, შანსი არაა. ეგ არის საზოგადოებისთვის საშიში, ჩემი შვილი უნდა იყოს ბოლო. ეგ კაცი არ არის, დილით მაგის შვილს ეფერებოდა ჩემი შვილი და საღამოს შვილი მომიკლა, ეგ კაცია?", - ამბობს მოკლულის დედა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახისთვის მიუღებელია, ამიტომაც საქმის სააპელაციო სასამართლოში წაღებას აპირებენ.
სასტიკი მკვლელობა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 18 თებერვალს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბაო სირაძემ მამუკა ლომიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ესროლა. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა.
მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.
კომენტარი