ისნის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა რაიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
ირაკლი აბუსერიძის თქმით, ვაზისუბნის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ განვითარებას. „ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ შეხვედრაზე ვხედავ ბავშვების და ახალგაზრდების იმედით, სიკეთით სავსე თვალებს და გულწრფელ ღიმილს. ისინი მხოლოდ პოზიტივს ასხივებენ. ჩემთვის მათი მომავალი მნიშვნელოვანია. დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია”.
არაერთი შეხვედრის მიუხედავად, სასაუბრო მაინც ბევრია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თავის დროზე უყურადღებოდ დარჩენილ ჩვენს რაიონს მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომაც გაჭირდა ყველაფრის მოგვარება. დღეს მე უკვე კარგად ვიცნობ რაიონში არსებულ პრობლემებს. გამარჯვების შემდგეგ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ ხმას მისცემთ მომავალს და ერთად ავაშენებთ უფრო ძლიერ და ღია მმართველობის მქონე სახელმწიფოს“. განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
"რ"
კომენტარი