სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ შეროზია: გინდოდა ადამაშვილის გამარჯვება? ჰოდა დაგერეკა შეჩემა! -_- ახლა რომ წიკვინებ და იშლი თმას

ნახეთ რას წერს გურამ შეროზია „იქს-ფაქტორის“ დამთავრების შემდეგ: ებიჭო! ის კი არ არის პრობლემა, რომ ავთომ გაიმარჯვა და ცირა ბოლოზე გავიდა (ძაანაც კარგი)... :დ პრობლემაა ის, რომ ეს გაავებული ხალხი მიზეზს არ "მაზავს", რომ ერთმანეთი არ დაჭამოს. გინდოდა ადამაშვილის გამარჯვება? ჰოდა დაგერეკა შეჩემა! -_- ახლა რომ წიკვინებ და იშლი თმას.
გარშემო მხოლოდ გაავებული ყეფა მესმის კომენტარებში:
- ყრუ ხარ?
- კნაოდა თუ ინგლისურის ფრონანსი
- ეს რომ მოგეწონოს დებილი უნდა იყო და ა.შ. შეიგნეთ, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის კრიტერიუმების არჩევის თავისუფლება! გვინდა ტემბრი მოგვეწონება, გვინდა მაღლები, გვინდა ქართულები, გვინდა ვიბრაცია და ა.შ. ისწავლეთ განსხვავებული აზრის პატივისცემა, დასტოვეთ უკულტურობა და შეარგეთ ამ ბიჭს გამარჯვება, ვაჰ! :დ ან, ვიმეორებ, აგეღოთ ტელეფონები და დაგერეკათ მისთვის, ვისზეც გული შეგტიოდათ. არ დარეკეთ? ჰოდა ჩაიგდეთ ახლა ხმა და კიდევ, პროტესტი, კრიტიკა და უზრდელობა ნუ გერევათ ერთმანეთში! :))
მშვიდობიანი ღამე, ვულოცავ ავთოს. მეორეხარისხოვანია, მე ვინ მომწონდა. არც იმათ ვერჩი, ვისაც ავთოს ნაცვლად გიგის, ამ დრიმ გოგონების გამარჯვება უნდოდა. აი ეს კივილ-წივილი და ერთმანეთის გინება მკლავს უბრალოდ. :)) სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100