ბიძინა ივანიშვილის რომელ სიტყვებზე ხარხარებს ინგა გრიგოლია?
ინგა გრიგოლია ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვკელად გთავაზობთ:
"უკვე მეცინება..ვხარხარებ....ერთი კვირის წინ ხომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა,პარლამენტში რომ ვერ მოხვდა,იმიტომაა ნაწყენიო..უკვე დღეს კი ირაკლი სესიაშვილი თავგამოდებით ამტკიცებდა,გრიგოლია ,,რუსთავი 2-ის,, გენერალური დირექტორის მოადგილე იყო,როგორ არა...ზუსტად ვიციორა გავაკეთო? რაღაც არარსებულ ამბებს რომ მაბრალებენ?როცა არჩევნებამდე ჩემით მოვხსენი კანდიდატურა,ხოლო რუსთავი 2-ს რაც შეეხება,ცხოვრებაში არ ვყოფილვარ იქ მოადგილეისე მაინტერესებს,ვინმე იგონებს ნეტა ჩემზე მსგავს ინფორმაციებს და მერე ხელისუფლების წარმომადგენლებს აწვდიან ?????? ეხლა ველოდები ვინმემ თქვას,ზუსტად ვიცით,გრიგოლია მეზობლის ბავშვებს ჭამსო...ან რომელიმე ქვეყნის აგენტიაო ....მართლა აღარ ვბრაზდები,უბრალოდ მაინტერესებს,ვისი მუზა ვარ და ვინ მიგონებს ამ ზღაპრებს", - წერს ჟურნალისტი.
კომენტარი