„გამოუვალი მდგომარეობა“ ფუდპანდასთან ერთად
„გამოუვალი მდგომარეობა“ ფუდპანდასთან ერთად არ არსებობს! გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს ამბიციური გეგმებითა და მიზნებით დაიწყო. მოკლე დროის მიუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. უფრო მეტიც, სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი გახდა. მომხმარებლის რაოდენობაც სტაბილურად იზრდება და უკვე 20 ათასს აჭარბებს. დღესდღეობით, „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60 ზე მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „გამოუვალ მდგომარეობაში“ ხართ? მაშინ ეწვიეთ ფუდპანდას www.foodpanda.ge -ზე ნებისმერ დროს, ვებ-გვერდიდან თუ მობილური აპლიკაციის დახმარებით ის არჩევნს გაგიადვილებთ და „გამოუვალი დგომარეობიდანაც“ გამოგიყვანთ! ეს ყველაფერი ისე შესავლისთვის...
7-8 ნოემბერს, ივენთ ჰოლში გამართულ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ პირველი სოლო კონცერტის სპონსორი ფუდპანდა იყო და “გამოუვალი მდგომარეობა“ ივენთ ჰოლში ფუდპანდასთან ერთად დაიწყო. ყველასათვის საყვარელი პანდა მოსულ სტუმრებს სამამახსვრო ბრენდირებულ გულსაბნევებს ჩუქნიდა, ფოტოებს იღებდა მათთან და მდგომარეობას კიდევ უფრო უხალისებდა. მოთხოვნიდან გამომდინარე ერთი დამატებითი კონცერტი კიდევ ჩატარდება 15 ნოემბერს.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. ფუდპანდას სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
კომენტარი