სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ზურაბიშვილი: ხუდონჰესის საწინააღმდეგო ისეთი არგუმენტი, რომ არ უნდა აშენდეს, ვერ მოვისმინე

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც ის მშენებლობის მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტებს ისმენს, მშენებლობის მომხრეებისკენ იხრება: "ხუდონჰესის ამბავზე რთულად არის საქმე.


გასაგებია, რომ ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მიდის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომაა ეს ჰესი საჭირო. ხუდონჰესის საწინააღმდეგო ისეთი არგუმენტი, რომ არ უნდა აშენდეს, ვერ მოვისმინე. სხვა საქმეა, რომ შეიძლება არც ისეთი დიდი მოგების მომტანი იყოს და კერძო კომპანია ისარგებლებს მხოლოდ.


ის ელექტროენერგიას გაყიდის თურქეთში. ამდენად შეიძლება არც ღირდეს გაკეთება, მაგრამ ეკოლოგიასაც ისეთი ზიანი რომ არ ადგება, ფაქტია. სვანეთი მთლიანად არ დაიტბორება. თუმცა მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი, მე ერთ მხარესაც ვუსმენ და მეორესაც. რა არგუმენტებს ვისმენ, უფრო ვიხრები მშენებლობის მომხრეებისკენ", _ აცხადებს ზურაბიშვილი.


მმართველი გუნდის წარმომადგენელმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოებაში რაღაც საკითხზე მღელვარებაა, უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები და განმარტებები: "შეიძლება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული საყდრისთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს",_ ამბობს ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100