ლიბიის ოპოზიციის ლიდერმა თეთრ სახლში ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ლიბიის ოპოზიციის ლიდერმა მაჰმუდ ჯიბრილმა "თეთრ სახლში" აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან და კონგრესის წევრებთან შეხვედრა გამართა. ლიბიის გარდამავალი საბჭოს ლიდერი ჯიბრილი შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველ ტომ დონილონთაც გამართავს.
ლიბიის "გარდამავალი საბჭო" ლიბიაში არეულობების შემდეგ ჩამოყალიბდა. ისინი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს მართავენ.
კომენტარი