სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

ევაკუაციის გამოცხადება აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში მიტოვებული ჩანთის აღმოჩენას მოჰყვა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა და უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია.

უწყების ცნობით, ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100