სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უცხოურ კლუბს რეალურ ღირებულებაზე 5-ჯერ მეტ თანხას უხდის

2,5 მილიონიანი კონტრაქტის ახალი დეტალები

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკობასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობისხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთისეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან. საქართველოს ბიუჯეტს პროექტის განხორციელება 2 500 000 ევრო უჯდება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროსგაფორმებული ხელშეკრულება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. ხელშეკრულების მიხედვით, GBF „სასკო ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს.

აქედან ა) 300,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო - ტექნიკურითანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდებახელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო -მოთამაშეთა მომზადბისთვის; ბ) 850,000.00 ევრო - ტექნიკური მომზადებისთვის.

ხელშეკრულება, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცნობილმაკალათბურთელმა კახა შენგელიამ დაასაჯაროვა და ეს მისი ფედერაციიდანწამოსვლის მიზეზი გახდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმდროს მიხეილ გაბრიჩიძე იყო, სპორტის მინისტრი კი ლევან ყიფიანი.

გასულ წელს კემპში ჩაერთო და ესპანეთში სავარჯიშოდ წავიდა 3 ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე. როგორც „აიპრესთან“ საუბრისას ლუკა ბულაშვილის მამა აცხადებს, მათ თავად გადაიხადეს ვარჯიშის და სწავლის საფასური, 25 ათასი ევრო და სახელმწიფოს დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ორ კალათბურთელს, გიორგი ტურძელაძესა და ნიკა დარბაიძეს კემპი ბოლომდე(10 თვე) არ გაუვლიათ და საქართველოში 2 თვეში დაბრუნდნენ.

2015 წელს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უცხოურ კლუბს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 500 000 ევრო გადაუხადა, შედეგად კი არაფერი მიუღია.

2016 წლის 23-28 მაისს ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა თბილისში ჩატარებულ კემპზე 16 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრნენ. 2 კვირიანი კემპის შემდეგ კი 16 კალათბურთელიდან 6 საუკეთესო შეარჩიეს.

ცნობილი ხდება, რომ დაბრუნდებულ 10 კალათბურთელს „სასკი ბასკონიამ“ ელექტრონული ფოსტით შეთავაზება გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თვეში 600 ევროს სანაცვლოდ, კლუბში ვარჯიშის გაგრძელება შეუძლიათ.

ელექტრონული ფოსტით მიღებული წერილი შემდეგი შინაარსისაა:

თქვენი შვილი იცხოვრებს ახალ რეზიდენციაში (ნიუ რეზიდენსში), რომელიც 3 სართულიანია. საძინებელი 2 საწოლიანებით, ერთი 4 საწოლიანით, 5 სამზარეულოთი, 3 სააბაზანოთი, სასტუმრო ოთახითა და ინტერნეტით(WiFi).

მათთან ერთად იცხოვრებს ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს მათ, რათა წავიდნენ სკოლაში, ვარჯიშზე დაარგავიდნენ ღამით გარეთ.

მისი საკალათბურთო ვარჯიშები ჩატარდება რიო ტურბიოში, სადაც ყველა გუნდი ვარჯიშობს, გარდა მთავარი გუნდისა, რომელიც ლიგა EBA-ში მონაწილეობს.

ის ისწავლის ანაზღაურებულ სკოლაში, რომლის დეტალური ინფორმაცია დოსიეშია, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეთ. ასევე შედის სამჯერადი კვება.

თქვენ უნდა გადაიხადოთ 600 ევრო თვეში, რაშიც ცხოვრება, ჭამა, სწავლა, სპორტული ეკიპირება და ლიცენზიები შედის. თქვენ დამატებით მხოლოდ მგზავრობის ფულიუნდა აანაზღაუროთ.

პატივისცემით, კრისტინა გარსია“.

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანი, გიგა ქართველიშვილი აცხადებს, რომ ელექტრონული წერილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩვენ ყოველწლიურად 1 გადასახადი გვაქვს. კონკრეტულად 1 ბავშვზე ცალკე გადასახადი არ გამოდის. ეს კემპი წელიწადში 300 ათასი ევრო ჯდება. ახლა მათ 6 ბავშვი მოითხოვეს და დაიტოვეს.

წელიწადში ჩვენ მხოლოდ 300 ათას ევროს ვიხდით. 5 წლის განმვალობაში კი ჩვენ მილიონ 500 ათასი გვექნება გადასახდელი“ - აცხადებს გიგა ქართველიშვილი.

რატომ უხდის საქართველოს კალათბურთის ფედერაცია „სასკი ბასკონიას“ 30 000 ევროს საქმეში, რომელშიც თავად კლუბი მხოლოდ 6 000 ევროს ითხოვს, გაუგებარია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წვრთნის, სწავლის და ცხოვრების პირობები აბსოლუტურად იდენტურია, რასაც ესპანური კლუბი გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში ქართველ კალათბურთელებს სთავაზობს.

წყარო: http://www.ipress.ge/new/39467-kalatburtis-federacia-da-2-500-000-evro-ra-ghirs-realurad-qartulepanuri-garigeba

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100