სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა და სანაგვეზე გადაგდებული გვამი - პოლიციამ ჩემოდანში ჩაკეცილი 19 წლის გოგონას ცხედარი იპოვნა

19 წლის სტუდენტი გოგონას ტრაგიკული სიკვდილი - უკრაინაში, ქალაქ დნეპრში პოლიციამ სანაგვე ბუნკერის გვერდით ჩემოდანში ჩაკეცილი სხეული იპოვნა.


სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ვინაობა - დარია ბელოუსი წარმოშობით ხარკოვსკის რეგიონიდანაა, დნეპრში კი სასწავლებლად იყო ჩასული. ასევე ცნობილია, რომ მის მშობლებს კი მასზე მეურვეობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ.

უკანასკნელად დარია 3 იანვარს გამოვიდა კონტაქტზე. მან კოლეჯის მეგობრებს დაურეკა და აცნობა, რომ კიდევიდან დნეპრში ბრუნდებოდა, მეორე დღეს მისი ტელეფონი მიუწვდომელი იყო. გამოძიება ამ ეტაპზე არკვევს, თუ ვისთან შეხვდა სტუდენტი გოგონა ახალ წელს, სად და როგორ ატარებდა დროს და რა შეიძლება გამხდარიყო მისი მოკვლის მიზეზი. სავარაუდო ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100