სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტმა საბჭოთა ტანკი იყიდა

ბრედ პიტმა საბჭოთა ტანკი Т-54 თავისი ახალი ფილმისთვის იყიდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომზე და ზომბებზეა. World War Z. - ასე ჰქვია ფილმს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ბრედ პიტს საბჭოთა ტანკი ძალიან მოეწონა და გადაღების დასრულების შემდეგ მისი დატოვებაც გადაწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება ბრედ პიტმა იმის მიუხედავად მიიღო, რომ გადამღებ ჯგუფს უკვე ჰქონდა პრობლემები უნგრეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან, რომელმაც პიტის გუნდი იარაღის უკანონო შემოტანაში დაადანაშაულა. საინტერესოა, რას იტყოდნენ ისინი, ბრედ პიტი რომ ქვეყანაში ტანკზე ამხედრებული შესულიყო? ერთ-ერთი ამერიკული ინტერნეტგამოცემა წერს, რომ ტანკი უკვე გზაშია და ის ლოს-ანჟელეშში, ბრედ პიტის უზარმაზარი ავტოფარეხიდან ერთ-ერთში დაიდებს ბინას.

გადამღები ჯგუფის პასუხისმგებელ პირებთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ World War Z. უკვე ამოვარდა გრაფიკიდანაც და ბიუჯეტიდანაც, რაც ბრედ პიტს ძალიან აღიზიანებს. შესაძლოა, ახალი „სათამაშოს“ შეძენამ კიდევ უფრო გაზარდოს გარღვევა ფილმის ბიუჯეტში, მაგრამ ხასიათი გამოუკეთოს ბრედ პიტს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100