სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრანც ქსავიერ ვოლფანგ მოცარტი - დიდი მუსიკოსი და პედაგოგი

ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი - ავსტრიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი და მუსიკალური პედაგოგი, 1844 წელს დაიბადა. ის განთქმულია, როგორც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შვილი. ვოლფგანგმა ეს სახელი შვილს თავისი მოსწავლის და ახლო მეგობარის - ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერის საპატივსაცემოდ დაარქვა.

ქსავიერი დაიბადა 1791 წლის 26 ივლისს, მამის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე. მუსიკალური განათლება მიიღო ანტონიო სალიერისა და იოჰან ჰუმელისაგან, მუსიკის წერა კი იოჰან გეორგ ალბრეხტსბერგერისა და ზიგმუნტ ნეუკომისაგან. უკრავდა ფორტეპიანოზეც და ვიოლინოზეც, მუსიკას კი მამამისისავით პატარობიდან წერდა.

ფრანც ქსავიერი გახდა პროფესიონალური მუსიკოსი, განთქმული კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი კონცერტი გამართა 1805 წელს, 14 წლის ასაკში. ფულის საჭიროების გამო, წავიდა ლვოვში, სადაც გრაფ ბავაროვსკის ქალიშვილს ასწავლიდა. მალე მას მობეზრდა პიტკამენში ცხოვრება, ამიტომაც გადავიდა ბურშტინში, სადაც ასწავლიდა ვონ იანიზევსკის ქალიშვილებს და ამავე დროს ატარებდა კონცერტებს - უკრავდა თავის და მამამისის ნაწარმოებებს. 2 წლის შემდეგ, ისევ დაბრუნდა ლვოვში, სადაც 20 წელი ასწავლიდა და მართავდა კონცერტებს. 1826 - 1829 წლებში, მან უდირიჟორა წმინდა სესილიას ორკესტრს, რომელიც 400 დამწყები მომღერლისაგან შედგებოდა. 1826 წელს იდირიჟორა მამამისის „რექვიემი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100