სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის აუცილებელი შვებულების ზღვისპირეთში გატარება?

ზღვის პირას დასვენება არამხოლოდ ლამაზი ფოტოებისა და კარგი მოგონებებისთვის ღირს არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. შვებულების თუნდაც ნაწილის ზღვისპირა კურორტზე გატარება ონკოლოგიური და გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.

აღნიშნული დასკვნა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიტანეს. მათი განმარტებით ასეთი დასვენება ადამიანის ორგანიზმში დე ვიტამინის დონეს წევს. დე ვიტამინი კი ბევრ სერიოზულ დაავადებაზე აგებს პასუხს, მათ შორისაა ზემოაღნიშნული ონკოლოგიური და გულის დაავადებებიც. ამ ფაქტზე დაყრდნობით მეცნიერები გვირჩევენ თბილ ადგილებში დიდი დროის გატარებას. „მზის აბაზანები აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის“ - ამბობენ ისინი.

აღსანიშნავია ისიც რომ დე ვიტამინის მაჩვენებელი მაღალია იმ ადამიანებშიც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმეებით არიან დაკავებულნი და დიდ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100