სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკი საქართველოში გადასახადების ესტონური მოდელის შემოღებას იწონებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი ახალი წლიდან საქართველოში გადასახადების ესტონური მოდელის ამოქმედების საკითხს გამოეხმაურა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ამისთვის საქართველოს ესაჭიროება ინვესტიციები, რაზეც ჩემს ინტერვიუებში არაერთხელ მისაუბრია!

გადასახადების ესტონური მოდელის შემოღებას აბსოლუტურად ვემხრობი. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელ ბიზნესმენებს გაუჩნდებათ სურვილი დააბანდონ კაპიტალი და წამოიწყონ ბიზნესი საქართველოში, მათ ხომ არ მოუწევთ გადასახადების გადახდა იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპანია ზარალს ნახავს.

ამასთან, ჩვენს თანამემამულეებს დასაქმების საშუალება მიეცემათ და აღარ მოუწევთ ფიქრი იმაზე ოჯახები როგორ გამოკვებონ, არც ხვალინდელი დღის დადგომის შეეშინდებათ“, - აცხადებს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100