მიშა მესხი ოსკარზე ჩაძინების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
მიშა მესხმა სოციალურ ქსელში აკადემიის ღირსების პრიზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ოსკარზე ჩაძინებაზე პირველი კომენტარიც გააკეთა.
"როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე. :) ძაან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზავ ცხოვრებაა ასეთი. ხან გაგიმართლებს ხან ვერა, ძალიან მიყვარხართ. არ ვიცი, ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი, როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენ პატარა ერს. ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვეცდებით, რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი", - წერს მსახიობი.
კომენტარი