სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარკოტიკის გადამეტებული დოზის ფონზე დედამ სამი წლის შვილი დაკბინა

დედა, რომელმაც ნარკოტიკის გადამეტებული დოზის მიღების შემდეგ სამი წლის შვილი დაკბინა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

პამელა მაკარტნი ნარკოდამოკიდებული ქალბატონი გახლდათ. ეს უკანასკნელი საქმროსთან და სამი წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ქალბატონმა გუშინ საღამოს ნარკოტიკის გადამეტებული დოზა მიიღო, რამაც მისი აფექტური მდგომარეობა გამოიწვია.

მაკარტნიმ მომენტალურად „შემოიხია“ ტანისამოსი, დაედევნა შეშინებულ შვილს, რამდენიმეჯერ დაარტყა და შემდეგ უკბინა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კი სრულიად შიშველი ქუჩაში გავარდა და აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა.

შეშინებულმა მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. სამართალ დამაცავების ადგილზე მისვლის შემდეგ, ქალბატონი დააკავეს, დამამშვიდებლების მიღების შემდეგ კი იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მაკარტნი მალევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკარტნიმ ქიმიური ნივთიერება „აბაზანის მარილი“ მიიღო. ამ ნივთიერების მიღების შემდეგ, ადამიანს კბენისა და რაიმეს დაგლეჯვის დაუოკებელი სურვილი უჩნდება. სწორედ ამიტომ, დედამ საკუთარი შვილიც კი გაიმეტა თან ისე, რომ აუცილებელი გახდა ბიჭუნას გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ, გადამეტებული აგრესიის ფონზე მაიამიში 36 წლის მამაკაცმა სამი წლის ქალიშვილი მოკლა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალ დამცავებს კი წინააღმდეგობა გაუწია, რამდენიმე მათგანი დაკბინა კიდეც. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100