გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა
ქუთაისის მერიის შენობის წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქვასანაყით ქვიჯაში წყალი დანაყა.
წულაიამ აღნიშნული აქცია-პერფორმანსით ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა.
„მერიასთან სიმბოლურად წყალი დავნაყე, რადგან როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.
მსგავსი სიახლეები
ხინჩეგაშვილმა მერად არჩევიდან ერთ თ...
18:55 13.11
კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტს ...
17:54 13.11
"მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისი...
20:52 13.11
პოლიციის მაღალჩინოსანი ქალების წინა...
20:51 13.11
თურქეთში 17 წლის მოზარდმა მძინარე დ...
10:03 12.11
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა კრივი-რი...
11:03 12.11
კომენტარი