ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლაბარგში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი