სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოზარდების საქმის განაჩენს სასამართლოში ხმაური მოჰყვა - დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე

მოსამართლის გადაწყვეტილებ ხმაური და არეულობა მოჰყვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც განაჩენს აპროტესტებდნენ პოლიციამ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილთან მიმართებით, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძესთან მიმარტებით, მეორე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძესთან მიმართებით, მაგრამ გადაკვალიფიცირდა მუხლი, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის და არა მკვლელობის მუხლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100