სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვეულებრივი გამოფენა

40 ათასზე მეტ ქომაგს და კიდევ უფრო მეტ ოპტიმისტ გულშემატიკვარს აგვისტოს თვის ბოლო ხუთშაბათისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა. საფეხბურთო ვნება იმდენად ძლიერი იყო,რომ მოედანზე ბურთის ნებისმიერ გადაადგილებას სტადიონის სუნთქვის ეფექტი ჰქონდა, ასეთი რამ კი ეროვნულზე იშვიათად ხდება. ევროპული საკლუბო ფეხბურის კარის გასაღებად საქართველოს ასოცწუთიანი ლოდინი დასჭირდა. დაძაბულმა ფონმა მატჩი რამდენიმე ეპიზოდში შეაჩერა, მოზღვავებულ ემოციას განსაკუთრებით ორი კლუბის ორი ესპანელი მთავარი მწვრთნელი გამოხატავდა.
სევილიასა და ბარსელონას მეორე გუნდების ყოფილი მწვრთნელები რამდენიმე წლის შემდეგ ერთმანეთს ქართულ-ბერძნულ დაპირისპირებაში, წამყვან ფიგურებად შეხვდნენ. გამარჯვებული უფრო ტიტულოვანი ხიმენესი გამოვიდა, ემოციების ბრძოლა კი გარსიამ მოიგო.
თამაშის შემდეგ მისი კომენტარი მარტივთან ერთად შინარსიანიც იყო:
“ეს ოჯახია, რომლის თითოეული წევრი ერთმანეთს პატივს სცემს, წაგებას კი საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს - ის, ვინც ოჯახის წევრებს დავალებებს აძლევს. დღეს კი ასეთი მე ვიყავი”.
ალექს გარსიამ,რომელმაც დინამოში საქმიანობა ივნისში დაიწყო, გუნდი თითქმის ყველა შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა. ორთვიანი მუშაობის შედეგი კი ევროპული საკლუბო ფეხბურთის კარზე მხოლოდ დაკაკუნება აღმოჩნდა, ამბიციური მწვრთნელი მის შეღებას უკვე მომავალ სეზონში გეგმავს.
მას არც ჰარი პოტერის ჯოხი აქვს და არც საოცრებათა ქვეყნიდანაა, ღირსება - კი რეალობის მძაფრი შეგრძნებაა.
წაგების ტოლფასი მატჩის შედეგით ყველაზე კმაყოფილი დინამოს ესპანური ლეგიონი იყო, მათი მთავარი მიზანი -თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი თავი არ დაეზოგა, 100 პროცენტით შეასრულდა, ეს ფრაზაც მათი კომენტარებიდანაა.
თითქმის ყველა ქომაგს მთავარი მწვრთნელის კრიტიკის საკუთარი ვერსია ჰქონდა, გარსიამ კი მათ ერთი ფრაზით უპასუხა:”მე ფეხბურთი მიყვარს და, ვფიქრობ, მესმის კიდეც, ახლა კი მინდა, ისეთი გუნდი შევქმნა,რომელსაც სტადიონზე გულშემატკივრის ძალით მოყვანა არ დასჭირდება”.
ალექს გარსია დარწმუნებულია, რომ "ის ამისგან გააკეთებს".
ეს ფრაზა "არაჩვეულებრივი გამოფენის" მთავარი მოტივია, თბილისის დინამოში კი ჯერ კიდევ "ჩვეულებრივი გამოფენაა".
გუნდი არაჩვეულებრივ გამოფენას ზუსტად 12 თვეში გვპირდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100