ყველაზე სენსაციური პენალტით გატანილი გოლის ავტორი დაიღუპა (ვიდეო)
განახლებულია: 27.09.2011. 21:20 სთ.
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სენსაციური გოლის ავტორი, 21 წლის ფეხბურთელი ზეიაბ ავანა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. ავანა ვარჯიშიდან საკუთარი მსუბუქი ავტომანქანით ბრუნდებოდა და სატვირთო მანქანა დაეჯახა. სტატიას თანდართული გოლი არაბეთის გაერთიანებული საემიროების თავდამსხმელმა ლიბანის ნაკრების კარში გაიტანა. მაშინ გოლი ჩათვალეს, მაგრამ ავანა მეტოქის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
რასაკვირველია, ფეხბურთს ფეხბურთელებისგან უამრავი ექსტრავაგანტული საქციელი ახსოვს. ახსოვს კოჭლი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ბურთის წართმევა, ამ თანდაყოლილი, ნიჭად ქცეული ნაკლის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ახსოვს მეკარე, რომელიც წინ ხტებოდა, ფეხებს კეცავდა და ბურთს ასე, ქუსლებით იგეირებდა ხოლმე. ფეხბურთს უამრავი, ორიგინალურად შესრულებული პენალტიც ახსოვს, მაგრამ რაც ვიდეოშია, იმის ანალოგის გახსენება, ალბათ, რთული იქნება და ალბათ, მალე ეს გოლი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ორიგინალურ გოლებს შორისაც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს. მოკლედ, ამდენი წერაც არ იყო საჭირო: თავად ნახეთ...
კომენტარი