სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამართალდამცავებმა ლგბტ საზოგადოების 10 მხარდამჭერი დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.

დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას ხატავდნენ.

შსს-ს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100