სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 000 ბიბლია პატიმრებს - „სოციალური პარტნიორობის“ ინიციატივა

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“, რომელსაც აფინანსებს სტეპან ჩერნოვეცკი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სთავაზობს, პატიმრებს და ციხეებში მომუშავე პერსონალს საჩუქრად 30 000 ბიბლია გადასცეს!


„ჩემი ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ, პატიმრების და ციხის მომსახურე პერსონალის ურთიერთობის ჰუმანიზაციის მიზნით არის გამოწვეული. ბიბლიის მთავარი არსი მოყვასის სიყვარულია! ციხეებში ადამიანებს აგზავნიან გამოსასწორებლად და არა დამცირებისა და ტანჯისათვის. ადამიანის დამცირებით კარგს ვერაფერს მივიღებთ.

პატიმრები ციხიდან უნდა გამოდიოდნენ თავისი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად, სახელმწიფოსადმი წყენის გარეშე! თუ მათ ამაში ბიბლია დაეხმარება და ღმერთთან დააახლოებს, მე უზომოდ ბედნიერი ვიქნები“- განაცხადა ფონდის დირექტორმა, ანდრეი კურსკიმ.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს.

ფონდის მთავარი მიმართულებებია: სასიცოცხლი დახმარების აღმოჩენა მარტოხელა, საწოლს/საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთავის, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ფონდის ოპერირების ქვეშ არის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდის მზრუნველობის ქვეშაა 700 ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი.

ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.fsp.ge

ფონდის Facebook გვერდი: www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100