გადავარჩინოთ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა
“გადავარჩინოთ 30 წლის გოგონა, შევუნარჩუნოთ 1 წლის ნუციკოს და 5 წლის სანდროს დედა. თქვენს მიერ ჩარიცხული თუნდაც ერთი ლარი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
ჟურნალისტების მიერ წამოწყებული კამპანია „გადავარჩინოთ თათუკა“, რომელიც გუშინ სუპერმარკეტ “გუდვილიდან” დაიწყო, პარასკევს, შაბათს და კვირას,21- 22-23 თებერვალს, კინოთეატრ “რუსთაველსა” და “ამირანში” გაგრძელდება.
ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოვიდეს და მის დასახმარებლად მცირედი თანხა გაიღოს.
თამარ გოიშვილს ხოჩკინის ლიმფომა დაუდგინდა. ეს არის სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. მეგობრების დახმარებით, თამარი ქიმიოთერაპიის კურსს თბილისში ჩაიტარებს, თუმცა სხივური თერაპიისთვის, რომელიც ხოჩკინის ლიმფომის განსაკურნებლად აუცილებელია, საზღვარგარეთ გამგზავრება და 30 ათასი ევროა საჭირო.
თამარის სახელზე გახსნილია ანგარიში და ყველა მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. რეკვიზიტები: ბანკი რესპუბლიკა; ბანკის კოდი REPLGE22; ანგარიში # GE53BR0000010749624049; მიმღები: თამარ გოიშვილი.
კომენტარი