სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატვიასა და ლიტვაში ქართველი პარლამენტარების ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო

2013 წლის 11-15 მარტს გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიასა და ლიტვაში. ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100