თელავში პოლიცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსთვის ბოქლომების დადების საშუალებას არ აძლევს
თელავის მუნიციპალიტეტის შენობაში დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ისინი „ევროპული საქართველოს“ წევრებს საშუალებას არ აძლევენ, მაჟორიტარი დეპუტატების, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის „დაბოქლომების“.
სამართალდცველები მედიას და პარტიის წევრებს შენობაში არ უშვებენ. ისინი შესვლის უფლებას მხოლოდ თანამშრომლებს აძლევენ.
„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის თავჯდომარის, ლელა მენთეშაშვილის ინფორმაციით, ის არ აპირებს დანებებას და დღის განმავლობაში კიდევ შეეცდება შესვლას და კარზე ბოქლომის დამაგრებას.
კომენტარი