სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი კლასის წიგნი“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებს გადაეცათ

ფინკა ბანკის პროექტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის გრძელდება

2016 წლის 15 ნოემბერს ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებს „ჩემი კლასის წიგნი“ გადასცეს. 100 წიგნი სასახლის სასწავლო-შემეცნებითი და შემოქმედებითი წრეების ბავშვებს გადაეცათ.

„ჩემი კლასის წიგნი“ ფინკა ბანკის გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტია, რომლის მიზანია მოზარდებს მისცეს ცოდნა თანხის დაზოგვის შესახებ და განუვითაროს ბიზნესის უნარ-ჩვევები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ამჟამად 4000 ბავშვი სწავლობს, რომლებიც ყოველდღიურად, სხვადასხვა წრეებზე განსხვავებული დარგების და მიმართულებების შესახებ იღებენ ცოდნას. წრეების პროგრამების პარალელურად, ბავშვებს საშუალება ექნებათ ფინკა ბანკის წიგნთან ერთად მიიღონ ცოდნა დაზოგვის შესახებ, გაეცნონ ფინანსური წიგნიერების ელემენტებს და ჯგუფურად განახორციელონ საინტერესო პროექტები.

„სკოლის შემდეგ ბავშვები აქ საკმაოდ დიდ დროს ატარებენ და ჯგუფურად მუშაობენ, ჩვენი წიგნიც ჯგუფური აქტივობებით არის გაჯერებული. იმედი გვაქვს ბავშვები ამ წიგნით ბევრ საინტერესო აქტივობასა და პროექტს ერთად განახორციელებენ. ამ პროექტით ფინკა ბანკს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ფინანსური განათლების შესახებ ბავშების ცოდნის დონის ამაღლებაში“ - აღნიშნა მარიამ ესებუამ, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„ეს წიგნი ჩვენი სასახლისთვის კარგი საჩუქარია, ბავშვები ერთობლივად იმუშავებენ ამ წიგნზე და მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც ასე აუცილებელია მათთვის“ - აღნიშნა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ.

„ჩემი კლასის წიგნი“ განკუთვნილია 7-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის. წიგნი უკვე გადაეცა ასეულობით ბავშვს, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში.

წიგნის გავრცელება გრძელდება, მიმართვის შემთხვევაში, ფინკა ბანკი წიგნს ნებისმიერ სკოლას საჩუქრად გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100