9 ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი დედამიწაზე
ჩვენს პლანეტაზე არსებობს გასაიდუმლოებული ტერიტორიები, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერასოდეს მოხვდება. ამ იდუმალებით მოცული ადგილების შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს
1.ისეს ტაძარი
იაპონიაში ისეს ტაძარი ყველაზე წმინდა ადგილია. ტაძარი ყოველ 20 წელიწადში ინგრევა და თავიდან შენდება. შემდეგი მისი აღდგენა 2013 წელს მოხდება. ამ ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ ძალიან წმინდა ადამიანს ან იაპონიის იმპერატორის ოჯახის წევრებს აქვთ.
2.კლუბი “33″
დისნეილენდი არის ადგილი, სადაც ალკოჰოლს არასოდეს ყიდიან. გამონაკლისი კლუბი “33″-ია, რომელიც გასართობი ცენტრის შუაში მდებარეობს. ამ კლუბის წევრობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა _ 33-ჯერ უნდა გქონდეთ მოგებული ჯეკპოტი სხვადასხვა კაზინოში და კლუბის ლიცენზიას 14 წელი უნდა ელოდოთ
3.მთათაშუა ქალაქი
რუსეთის ტერიტორიაზე, იამანტას მთებში, არსებობს საიდუმლო ქალაქი, რომელსად პირობითი სახელი, მთათაშუა (მეჟდუგორიე) ჰქვია.ეს ქალაქი 1979 წელს აშენდა. ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, იქ თავმოყრილია ყველაზე ბევრი საიდუმლო ატომური ობიექტი და ბუნკერი. ეს დამალული ქალაქი ამერიკელებმა 1990 წელს აღმოაჩინეს თანამგზავრის საშუალებით. როდესაც მთელი მოსფლიო საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისგან ითხოვდა ამ საიდუმლო ქლაქის შესახებ ინფორმაციას, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ინახავდნენ საკვებ პროდუქტებს, რომელსაც ბირთული აფეთქების შემთხვევაში გამოიყენებდნენ.
4.მოსკოვის მეტრო 2
სტალინის დროს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში აშენდა მიწისქვეშა ქალაქი სახელწოდებით “დ-6″, რომელსაც მოსკოვის მეტროპოლიტენზე ფართო ქსელი აქვს. ამ საიდუმლო გვირაბების შესახებ დღემდე ბევრი მითქმამოთქმა დადის. ამ გვირაბებით ერთმანეთს უკავშირდება კრემლი, ფსბ-ს შტაბ-ბინა და აეროპორტი ვნუკოვო
5.სამხედრო ბაზა “რაფ”
ბრიტანული სამხედრო ბაზა გლობალური აგენტურის ქსელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წერტილია. ამ ბაზაზე არსებობს სრულიად დამოუკიდებელი თანამგზავრული ცენტრი, რომლის სიგნალებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკონტროლებს. აგენტურული ქსელი საბჭოთა კავშირის დროს შექმნა ბრიტანეთმა. მისი დაშლის შემდეგაც ამ ადგილს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს . ის დღეს ანტიტერორისტული ოპერაციების პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ცენტრია. ამბობენ, სწორედ აქედან ხდება მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარების და რადიოტალღების კონტროლი
6.№39
№39 , იგივე 39-3 ბიურო, ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დახურული ორგანიზაციაა. ეს ორგანიზაცია 1970 წლის ბოლოს შეიქმნა. ამბობენ, რომ იგი დაკავებულია ნარკოტიკების და იარაღის კონტრაბანდით. ამ ორგანიზაციაში შედის 120 სავაჭრო კომპანია, რომელთა იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია ყოველთვის “წესრიგშია”
7.ჯენტლმენების კლუბი “ვაითი”
“ვაითი” ყველაზე ექსკლუზიური კლუბია ინგლისელი ჯენტლმენებისათვის. ის 1693 წელს შექმნა იტალიელმა ფრანჩესკო ბიანკომ და იქ ცხელ შოკოლადს ყიდნენ. კლუბის ექსკლუზიურობა დღემდე შენარჩუნებულია. ამ კლუბში შეკრებილი ჯენტლმენები უცნაურ სანაძლეოებს დებენ, ყველაზე პატარა ფსონი კი 3000 ფუნტიდან იწყება. თუ არ ხართ ძალიან გავლენიანი პერსონა პოლიტიკაში ან ხელოვნებაში, არასოდეს მიგიწვევენ კლუბში.
8.ვატიკანის საიდუმლო არქივი
თქვენ შეგიძლიათ ვატიკანის არქივში ყველანაირი დოკუმენტი მოითხოვოთ და მოგეცემათ კიდეც, მაგრამ ვერასოდეს მოხვდებით თავად არქივის საცავებში, ვერ ნახავთ დოკუმენტს, რომელიც 75 წელზე ახალია, რადგან თვლიან, რომ შეიძლება ამან დიპლომატიურიდა სახელმწიფოებრივი საიდუმლოებები გასცეს. ვატიკანის საიდუმლო არქივების თაროების სიგრძე 84 კილომეტრია
9.ზონა 51
ზონა 51 ამერიკული გასაიდუმლებული ბაზის ფსევდონიმია, რომელიც ნევადას შტატის სამხრეთიტ, ლას ვეგასიდან 133კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ამ ბაზაზე ხდება ექსპერიმენტული თვითმფრინავების და ახლი სამხედრო ტექნიკის გამოცდა. ის ასევე უცხოპლანეტელებზე დაკვირვებისა და შესწავლის ყველაზე დიდ ცენტრს წარომადგენს. ამ ზონის სიახლოვეც კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს.
კომენტარი