სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალაქში ყველას აფხანინებს და აკიმარებს. ბარიგებს ტელეფონზე ურეკავ და სახლში მოაქვთ ჰეროინი"

აი, რას წერს რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუქზე:

1 შარშან ივლისში გამიტეხეს ბინა. ამ დრომდე არ ვიცი ვინ.

2. ჩემს რამდენიმე თანამშრომელს გაუტეხეს ბინა. ჯერაც არ ვიცით ვინ.

3. გაუხსნელ მკვლელობებზე არაფერს დავწერ, ჩასაფრებული კი არ ვარ.

4. ქალაქში ყველას აფხანინებს და აკიმარებს. ბარიგებს ტელეფონზე ურეკავ და სახლში მოაქვთ ჰეროინი. ალბათ არ გაგიგიათ.

5. ახალი წლის დილას აივანზე დაყრილი მასრები რამდენმაც იპოვა, იმდენი პუნქტით გამყარებული ლარი თქვენ.

6. ყველა მეორეს ტრაკში იარაღი რომ აქვს გარჭობილი და ამ იარაღიდან, ძალიან დიდი ნაწილი რომ ”გაპრავებული” არ არის, ესეც გადამეტებულია. ჩასაფრებული თუ არ ვარ, რაღა სხვის უკანალში ვიყურები....

7. მობლატავე პატრულის ვიდეო არ გვინახავს -დაგვესიზმრა.

კიდე ბევრი რამე მახსენდება. მაგრამ ჯერ ესენი გადაეცით შემდეგ სხდომაზე. რესპუბლიკის მოედანზე ბარში ვიქნები და იქ გამაგებინეთ პასუხი. ალბათ უკვე უპრობლემოდ შემიშვებენ.....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100