"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ლევან კობერიძე გლდანის პირველ და მესამე მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ესტუმრა და საკუთარი გამოცდილებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
"დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ ცივი ამინდის მიუხედავად, გამოხატავთ პატივისცემას და მზად ხართ მოისმინოთ ჩემი გეგმების შესახებ. სწორედ ეს, თქვენი ასეთი შემართება მაძლევს გამარჯვების იმედს და მოტივაციას, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაში"
(რეკლამა)
კომენტარი