"ეს არის სრული სისულელე, საერთოდ აბსურდია" - კალაძე ტექნიკურ მთავრობაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის შექმნაზე "სრულ სისულელეს" უწოდებს.
"ეს არის სრული სისულელე, აზრი არ აქვს შევიდეთ მაგ პოლიტიკაში. ეს არის სრული სისულელე, სრული პასუხისმგებლობით [ვამბობ] არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია", - თქვა კახა კალაძემ.
კომენტარი