მსჯავრდებული დამნაშავედ ცნეს ორსული ქალის სასტიკ მკვლელობაში - ბოლო 70 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში ქალს სიკვდილით დასჯიან
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მცდარად მიიჩნია ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც ქალის სიკვდილის დასჯის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ამის შესახებ NBC News იუწყება.
მსჯავრდებული ლიზა მონტგომერი დამნაშავედ ცნეს ორსული ქალის სასტიკ მკვლელობაში. შემთხვევა 2004 წელს მოხდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ განაჩენის აღსრულება 2020 წლის 8 დეკემბერს ინდიანას შტატში (სასიკვდილო ინექციის შეყვანით) უნდა მომხდარიყო.
ფოტო: NBC News ლიზა მონტგომერი
განაჩენის აღსრულება გადაიდო, რადგან მსჯავრდებულის ადვოკატი კორონავირუსით დაინფიცირდა. ადვოკატი განაჩენის შემსუბუქების მიზნით, თხოვნას ამზადებს. განაჩენის აღსრულების დღედ 12 იანვარი დადგინდა. მაგრამ ტელეარხის ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო, შესაძლოა ქალი სიკვდილით, უფრო ადრე დასაჯონ.
კომენტარი