სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"15 წლის მოზარდს, ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება, მიყენებული აქვს 4 ჭრილობა გულ-მკერდის არეში" - ინგოროყვას ექიმის პირველი კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის 19-108- მუხლით დაიწყო. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს უწყებაში განუცხადეს.

დრონი.ჯი ასევე დაუკავშირდა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელს ექიმ კონსტანტინე მუმლაძეს. მისი განცხადებით მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

„მოზარდი შემოვიდა მძიმე მდგომარეობით, მას მიყენებული აქვს 4 ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ამ წუთებში უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ექიმმა.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100