სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩუქრად iPhone 6 ან Samsung Galaxy S6 ლიბერთი ბანკის მობილ ბანკის მომხმარებლებს!

ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. ლიბერთი ბანკის მობილ ბანკში მინიმუმ ერთი ტრანზაქციის განხორციელებით, ყოველი მე- 5,000 ტრანზაქციის ავტორი iPhone 6 ან Samsung Galaxy S6 მფლობელი ხდება. გამარჯვებულს თავად შეუძლია სასურველი საჩუქრის არჩევა.

აქცია ძალაშია 22 აპრილიდან და მოქმედებს ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებლისთვის. აქციაში ავტომატურად მონაწილეობს მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ ერთ ტრანზაქციას შეასრულებს მობილ ბანკის გამოყენებით.

მობილ ბანკის გააქტიურება და აპლიკაციით სარგებლობა უფასოა ყველა მომხმარებლისთვის. მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ინტერნეტ ბანკი, მარტივად შეუძლიათ ჩამოტვირთონ მობილ ბანკის აპლიკაცია App Store -დან ან Google Play Store-დან. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემის სმარტფონებისთვის. დამატებითი დეტალები მოცემულია ვებ გვერდზე www.LibertyBank.ge/mobile

მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ ჩართული ინტერნეტ ან მობილ ბანკი, შეუძლიათ ეწვიონ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს და უფასოდ გაიაქტიურონ ეს სერვისი.

ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ინტერნეტ და მობილ ბანკის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხოს თანხა საქართველოში ან საზღვარგარეთ, მიიღოს ან გააგზავნოს საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილები, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, დაფაროს სესხი, გახსნას ანაბარი და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100