სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი, რომელსაც პაოლო იაშვილის ლექსების ავტორობაზე ჰქონდა პრეტენზია

ელენე დარიანი (ბაქრაძე) 1897-1979 / პოეტი

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე იდგა.

იაშვილმა 1937 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ცისფერყანწელთა რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე 1959 წელს მისი პირველი კრებული გამოდის, სადაც დარიანული ციკლის ლექსებიც შევიდა. ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას უშედეგოდ სცადა საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა.

ელენე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.
ფოტო ოჯახის არქივიდან

წყარო: 50 ქალი საქართველოდან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100