სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოსამა ბინ ლადენის ბიოგრაფია

მას სამ კონტინენტზე მომხდარ ტერორისტულ აქტების ორგანიზებაში სდდებდნენ ბრალს. თანამედროვე ისტორიაში ის იყო აშშ-ს მიერ ყველაზე ფართომასშტაბიანი ძებნის ობიექტი. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტერორისტი, ოსამა ბინ ლადენის სახელით არის ცნობილი თუმცა მისი სრული სახელი და გვარი ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი იყო.

იგი 1957 წლის 10 მარტს საუდის არაბეთში დაიბადა. მდიდარი მუჰამად ბინ ლადენის მეოთხე ცოლის ჰამიდა ალ-ატას ერთადერთი შვილი, თუმცა მამისთვის ის რიგით მეჩვიდმეტე ბავშვი იყო. ცნობილია, რომ ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენს 20 ცოლი და 50 შვილი ყავდა.

ფინანსურად ძლიერი ოჯახის შვილი ფუფუნებაში გაიზარდა. ოსამა დაახლოვებული პირი იყო საუდის არაბეთის მეფის ოჯახთანაც. გამოირჩოდა ნიჭიერებით და ქალაქ ჯიდაში მეფე აბდ ალ-აზიზის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიც დაამთავრა.

ოსამა ბინ ლადენი 5-ჯერ იყო დაქორწინებული და მას დაახლოებით 17 (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის) შვილი ჰყავდა.

ბინ ლადენის მშვიდობიანი ცხოვრების წესი 1979 წლიდან შეიცვალა და ავღანეთიში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ის პირადი სახსრებით რეგულარულ ფინანსურ დახმარებას უწევდა ავღანელ ოპოზიციონერებს. მოგვიანებით პალესტინური "მუსლიმთა საძმოს" ლიდერ აბდალა აზამთან ერთად "მომსახურების ბიურო" და ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც ავღანეთში "წმინდა ომისთვის" არაბეთის ქვეყნებიდან მოხალისეებს აგროვებდა. ოსამამ საკუთარი ფინანსებით ჩამოაყალიბა სამხედრო შენაერთი ალ ქაიდა.

ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილმა ბილ ლადენიმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მის მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ კენიასა და ტანზანიაში მდებარე აშშ-ის საელჩოზე, 224 ადამიანი შეიწირა - მათ შორის უმეტესობა აფრიკელები და მაჰმადიანები იყვნენ. „ალ ქაიდამ“ იკისრა პასუხისმგებლობა 2000 წელს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდ „კოულზე“ მომხდარ ტერაქტზეც, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.

„იგი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ერთგვარი განსახიერება გახდა მიუხედავად იმისა უჭერს თუ არა მხარს ხალხი ოსამას როგორც პიროვნებას ან იმ იდეოლოგიას, რომელსაც იგი წარმოადგენს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

2001 წელს11 სექტემბერს ტერორისტებმა შეტევა სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონის შენობაზე მიიტანეს. ტერაქტის შედეგად დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა.

2001 წლის 7 ოქტომბრიდან აშშ-ის არმიამ ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. მისი დეკლარირებული მიზნებიდან ერთ-ერთი სწორედ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება იყო. 2004 წელს გავრცელდა ბინ ლადენის ჩანაწერი, სადაც ის ამერიკელ ხალხს მიმართავდა და ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებდა.

''შემდგომი მანჰეტენის თავიდან აცილების საუკეთესო გზა რომ გიჩვენოთ, ამიტომ მოგმართავთ... უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა ადამიანისთვის და თავისუფალი ადამიანები მასზე უარს არასოდეს ამბობენ... ბუშისგან განსხვავებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავისუფლების წიმააღმდეგი არ ვართ, მაშ რად ვერ აუხსნია მას, რატომ არ ვესხმით თავს, მაგალითად, შვედეთს? - განაცხადა მუჰამედ ბილ ლადენმა.

„ამ პიროვნებას ცივილიზაციის ყველანაირი მსგავსების განადგურება სურს რათა მან ამით ძალაუფლება მოიპოვოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. იგი იმდენად ბოროტია, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს თავის მოსაკლავად გზავნის, ხოლო თვითონ გამოქვაბულში იმალება. მას უდანაშაულო ხალხის არნახული ხოცვა-ჟლეტა ედება ბრალად. ამ კაცს არც სული გააჩნია და არც სინდისი,“ - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ბუშმა.

ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის დაწესებული იყო, ჯილდო 50 მლნ დოლარი. წლების მანძილზე არაერთგზის გავრცელებულა ხმები ბინ ლადენის დაღუპვის შესახებ, თუმცა თეთრმა სახლმა N1 ტერორისტის სიკვდილი, ოფიციალურად 2011 წლის 2 მაისს დაადასტურა.

მსოფლიოსთვის შიშისმომგვრელი და ყველასთვის ცნობილი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ მის პირადი ქონება 300 მილიონ ა.შ.შ დოლარად ფასდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100