სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საახალწლო ავტოაქცია: ავტოდაზღვევა + 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი !

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა საახალწლო აქცია დაიწყო. ყველა ის ადამიანი, ვინც პირველი დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ავტომობილს, სახლს ან აგარაკს ჯიპიაიში დააზღვევს, მიიღებს 100,200 ან 300 ლარიან სასაჩუქრე ბარათს.

ჯიპიაის სასაჩუქრე ბარათი მომხმარებელს შეუძლია გადაცვალოს გალფის, ვისოლის, კარფურისა ან გუდვილის სასაჩუქრე ბარათზე შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დარიცხული თანხის გამოყენება მთელი წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მანქანის დაზღვევა მოხდება, ჯიპიაი ჰოლდინგი ავტომობილის მფლობელებს გარდა სასაჩუქრე ბარათისა, დამატებით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას გადასცემს, რომლის ლიმიტი 5 000 ლარია. ხოლო სახლის ან აგარაკის დაზღვევის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებს პასუხისმგებლობის პოლისს $ 10 000 ლიმიტით.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი: „ტრადიციულად, წელსაც გვინდა ჩვენს კლიენტებს საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ. თუმცა წელს, შარშანდელისგან განსხვავებით გუდვილის გარდა აქციას შემოუერთდა 3 უმსხვილესი კომპანია კარფურის, გალფისა და ვისოლის სახით, რაც აქციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ყველას, ვინც ავტომობილს, სახლს ან აგარაკს ჯიპიაი ჰოლდინგში დააზღვევს, გადავცემთ 100, 200 ან 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათს საახალწლო საყიდლებისთვის. გარდა იმისა, რომ ავტომობილის მფლობელს მთელი წელი ავტომობილი ჩვენს კომპანიაში ექნება დაზღვეული, რაც თავისთავად მათთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა, მეორეს მხრივ ჩვენ მათ საახალწლო საყიდლებისთვის 300 ლარამდე სასაჩუქრე ბარათებს ვაძლევთ. ამ ბარათების გამოყენება მათ მთელი წლის მანძილზე შეეძლებათ. ვფიქრობ, რომ აქცია შარშანდელზე კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ბევრ ავტომფლობელს დააინტერესებს.“

ავტოდაზღვევასთან ერთად, ავტომობილის მფლობელებს მთელი წლის მანძილზე შეეძლებათ უფასო ავტო–ასისტანსის მომსახურებით ისარგებლონ. რაც გულისხმობს გზებზე ტექნიკურ დახმარებას: საბურავის სათადარიგოთი გამოცვლას, ადგილზე ბენზინის მიტანას, მანქანის დაქოქვას და ევაკუატორის დახმარებას.

გარდა ამისა, დაზღვეულს საშუალება ექნება ისარგებლოს ჯიპიაი-ს ახალი სერვისით, რომელიც თანხის ადგილზე ანაზღაურებას გულისხმობს. მცირე შემთვევებზე „ჯიპიაი“-ს წარმომადგენელი აფასებს ზარალს და ადგილს გასცემს ანაზღუარების ქვითარს 1,000 ლარის ფარგლებში. ამასთანავე, თუ შემთხვევის დროს სხვა ავტომობილი დაზარალდა, ანაზღაურება გაიცემა ასევე დაზარალებულისთვის დამატებით 1000 ლარის ფარგლებში.

აქციასთან დაკავშირებული საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის 2 505 111 მეშვეობით, ასევე კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე www.gpih.ge და Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/GPIH.GE, სადაც მომხმარებელს შეუძლია, როგორც ონლაინ შეკვეთის გაკეთება, ასევე ონალაინ კონსულტაციის მიღება აქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100