თელიანი ველი ბრიტანეთში
„თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი .
თელიანი ველი და ღვინის წამვანი იმპორტიორი
„ბუტინო“, „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის
Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს ინგლისის ბაზარზე წარადგენენ.
ბუტინოს პორტფელში „თელიანი ველი“ პირველი
ქართული მეღვინეობაა, რომელიც ბრიტანელ ღვინის მოყვარულებს, გამორჩეულ ქართულ ღვინოებს
სთავაზობს. „გლეხურის“ ქისი ქვევრი და კისისხევი საფერავი ქვევრი, Teliani Valley
Winery 97-ის ხაზიდან კი, გაუფილტრავი საფერავი, საფერავი და ქარვისფერი კახური #8
უკვე გაყიდვაშია.
კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე
ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს
და მსოფლიოს წარუდგენს.
ღვინის იმპორტიორის - „ბუტინოს“ პორტფელში
1400 ღვინოა, რომლითაც იგი ბრიტანეთის ბაზარს, საერთაშორისო ქსელებს, ღვინის სპეციალიზირებულ
მაღაზიებსა და რესტორნებს ამარაგებს. წლის განმავლობაში „ბუტინოს“ გაყიდვები 44 მილიონ
ბოთლს შეადგენს. კომპანია განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს საუკეთესო და მაღალი ხარისხის
პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან.
„თელიანი ველის“ ღვინოები ბრიტანეთის ბაზარზე
2020 წლის მაისიდან უკვე გაყიდვაშია.
კომენტარი