ცნობილი მწერალი გარდაიცვლალა - მწერლის ოჯახის ცნობით, ლე კარეს პნევმონია ჰქონდა
ბრიტანელი მწერალი ჯონ ლე კარე (ნამდვილი სახელი დევიდ კორნუელი) 89 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა, რომელიც კორონავირუსს არ უკავშირდება. მწერლის ოჯახის ცნობით, ლე კარეს პნევმონია ჰქონდა.
ჯონ ლე კარე ათობით ჯაშუშური რომანის ავტორია, რომლებიც 36 ენაზეა ნათარგმნი. კორნუელი 1931 წელს, ქალაქ პულში დაიბადა, 1950-იან წლებში კი ბრიტანეთის დაზვერვის ორგანოებთან თანამშრომლობდა. თავისი პირველი რომანი „ზარი გარდაცვლილს“ მან 1961 წელს გამოაქვეყნა. ლე კლერის რომანების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული.
კომენტარი