სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაჩიძის პოლიტიკური იუმორი

გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში დღესაც ჰიპერაქტიული იყო. გთავაზობთ ექსმინისტრის ფეისბუქ სტატუსებს, რომელთა მეშვეობითაც უმცირესობის წევრი პარლამენტარი საკუთარ აზრს იუმორით აფიქსირებს.

„დაახლოებით 50 ლიტრი ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ! (წყლის გარეშე დარჩენილ ერთ სულ მოსახლეზე) :)“

„აი, ლეღვის ნახარშით რომ ტიპები (ტიპშები) დაიწვნენ, ისინიც მივიდნენ ალბათ არჩევნებზე და ხმა მისცეს.“

“საინტერესო პროცესები მიდის... მეოცნებეები ერთმანეთს "ბრალს სდებენ" ნაციონალობაში... თითქმის ყველა - ყველას... რა გჭირთ, დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ, არ ხართ ნაციონალები, ნუ გეშინიათ...”

“დენი წავიდა, წყალი არ მაქვს, ვიღაც დაჭრეს, ვიღაც დააუთოვეს, გაზს წნევა არ ყოფნის, წამალი ისევ გაიჩითა... სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ყვავილებია... გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამომხატველ ციფრებში აისახება მალე. ჯერ უბრალოდ ციფრებს დავინახავთ... ნაკლებად/შთამბეჭდავ ციფრებს და ალბათ უდიდესი ნაწილი, ზუსტად ვერც კი მივხვდებით, რა რას ნიშნავს. მერე ეს ციფრები ძალიან შეცვლიან ქვეყანას, ყველა მიმართულებით... არ მიხარია,.. არც "ვითარსები"... უბრალოდ, ამ საკითხებში კომპეტენტურ და სანდო ადამიანებს ვუსმენ.
სამწუხაროდ, მე ვერაფერს ვერ ვცვლი, გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვთქვა თუნდაც ეს პოზიცია.
ყველაფერზე შეიძლება "ღლიცინი", მათ შორის ამ პოსტზეც. მიუხედავად ამისა, ეგდოს აქ სამწუხარო პროგნოზად, ალვანელი სტალინისა არ იყოს: პურს ეს არ ითხოვს და წყალს”

“ხუბუტიამ, ხიდი უნდა ავაშენო ქართველ და რუს ხალხს შორისო! შენა და, უფროსთან შეათანხმე?! ეგა ბიჯო ხიდებს ერჩის!... :)”

“♥ ქართული ფბ :)
მომდის ნოუთები:
გ.კ.-მ გიჯიკა!
ფ.თ.-მ შეგ*ა!
ჩამოყალიბდით მეგობრებო... :)”

“ჭორი გავრცელდა, ალ პაჩინო ჩამოდის თბილისში, ამჯერად "კაცის სურნელში" მონაწილეობის მისაღებადო... :)”

“ამერიკელი ჯარისკაცები, რეალობაში ისეთები ჩანან, როგორიც ფილმებში. დგომა, სიარული, ჟესტიკულაცია, გამომეტყველება, ხმა და ლაპარაკი. ზუსტად ვერც გაარკვევ, ფილმებს იღებენ რეალურ ტიპაჟებზე, თუ რეალურმა ტიპებმა ნახეს ბევრი ფილმი და პერსონაჟებს დაემსგავსნენ (ზოგადად ვამბობ, თორემ ისე, კარგი და ცუდი ყველგანაა) შეხედეთ, დააკვირდით ამერიკელ ჯარისკაცს და უკეთესად მიხვდებით რუსი ჯარისკაცის "ფასს".”

დღესვე გოგა ხაჩიძე დედაქალაქში წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტსაც აქტიურად ეხმაურებოდა:

„სანაპიროზე, კლდიდან გადმოწუწული წყლით რომ მანქანებს რეცხავენ, იქ უნდა გავიდე საბანაოდ...“

„უf, ხადურთან ერთად ვიქეიფებდი ახლა... აბა რა ვქნა წყალი არ მომცეს ჯერ რომ ვიბანაო და... :)“

„მოდით, ერთად შევიკრიბოთ, უწყლოდ დარჩენილი ადამიანები და ერთად ავქოთდეთ პროტესტის ნიშნად!“

„გვაბანავეთ ბ-ნო ბიძინა! ვირის აბანოს არ ვგულისხმობ... :)“

„უწყლობის გამო ხელები რწმენით და შთაგონებით დავიბანე, მაგრამ არაფერი დამეტყო.
ისევ სველ ხელსახოცს გამოვიყენებ...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100