სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელის თუ არა პრემიერს სასჯელი ბრილიანტის ბეჭდის ჩუქებისათვის?

პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს- ასეთი განცხადებას ავრცელებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქარი არ აღემატება 100 ლარს, მაშინ შესაძლოა სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, "პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით".ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სამართალდარღვევა უნდა დაადასტუროს სასამართლომ. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100