სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინოწმინდასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მგზავრი ჯანმრთელობის დაზიანებით სავადმყოფოში გადაყვანილი.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100