ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი...
ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემს განცხადებას მოჰყვა. ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა.
ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემს მიმართ მაშინაც,როდესაც პოლიტიკაში შემოვედი.რას არ მაბრალებდნენ- კრემლის აგენტობით დაწყებული,საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული.აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე,თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონებისგადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა.
და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და გავლენამოვახდინოხელისუფლებაზე.დაროცაგავლენაზემიანიშნებენ,სამწუხაროდ,მხოლოდუარყოფითკონტექსტსგულისხმობენ.
მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მედავამტკიცე,რომუკადრისიარასოდესარაფერიჩამიდენია.
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში მომიწია ყოფნა და საქმიანობა. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა და ხშირადესუხეშფორმებსაციღებდა.რთულიიყოასეთვითარებაშიგამჭვირვალედაკანონიერიბიზნესისკეთება.და მიუხედავადამისა,ჩემიბიზნესიიყოსრულიადსამაგალითოდაგამჭვირვალე.ბევრსეცადნენ,ბევრიეძებესოპონენტებმა,მათშორისუცხოელებმაც,მაგრამვერცერთიშავილაქავერიპოვესჩემსბიზნესში.მეარათუკანონიარდამირღვევიაარასდროს,კონტრაქტიცკიარმომიშლია,მეტიც,სიტყვაცარგამიტეხია.
ჩემი რუსეთში საქმიანობის 20-წლიან პერიოდზე ყველა კითხვას გავეცი პასუხი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემაში, ,,ვედომოსტში“. ეს იყო ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე მივეცი. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და თავად დარწმუნდეს, როგორი რეპუტაცია მქონდა რუსეთში და ბიზნესწრეებში (იხ. ლინკები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე: http://pirweli.com.ge/?menuid=16&id=47824; http://www.pirweli.com.ge/en/?menuid=16&id=3036; http://pirweli.com.ge/rus/?menuid=16&id=8441).
ჩემი ცხოვრების მთავარი ხელწერა არის აბსოლუტური გამჭვირვალობა. ასე ვიყავი ბიზნესში და ასეთივე ვიყავიპოლიტიკაშიც.როდესაც2003 წლისშემდეგჩვენსქვეყანაშიახალიხელისუფლებამოვიდა,მემათკონსულტაციასვუწევდიმათივეთხოვნით,3 წლისგანმავლობაშისააკაშვილსმრავალჯერშევხვდი,ცხადია,ყოველთვისმისივესურვილით.ვერცსააკაშვილიდავერცმისიგუნდისრომელიმეწევრივერგაიხსენებსერთშემთხვევასაცკი,როდესაცმემათრამეპირადითხოვნითმივმართეანპირადიინტერესებისგამოშევხვდი.მემათყოველთვისისეთრჩევებსვაძლევდი,რომლებიცჩემსქვეყანას,ჩემსსახელმწიფოსსჭირდებოდადაარაპირადადმე.
ჩემი ინიციატივით იმ ფონდს ვაფინანსებდი, რომელიც ორნახევარ წელზე მეტხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დადგომოდა.
რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდიპოლიციასპატრულისმანქანებისყიდვაშიდაარავითარშემთხვევაში- იარაღისშეძენაში.ვეხმარებოდიჯარს,ვაშენებდითყაზარმებს,ვყიდულობდითტანსაცმელსჯარისკაცებისთვის.დაიქაცმქონდაპრინციპულიპოზიცია,რომამდახმარებითარეყიდათიარაღი.
მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში. თავს ვარიდებდი და არ ვერეოდი ამ საქმეში. ანუ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც „კულუარებიდან“ მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია „კულუარებიდან მართვა“.
პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ „კულუარებში“ მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის.
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ.
ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოებისაქტიურიწევრი,ჩემისაქმიანობაიქნებასრულიადგამჭვირვალედა,რათქმაუნდა,მექნებაგარკვეულიგავლენაც.ამასთანავე,მეამგავლენასარათუსათაკილოდვთვლი,არამედძალიანაცშევეცდებიმისგაზრდას.სხვანაირადროგორშეიძლებაიყოსამოქალაქოსაზოგადოებისაქტიურიწევრი?
ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს.
საბოლოოდ, საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია. ბუნებრივია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება. და თუ ეს მოქალაქე ყოფილი პოლიტიკოსია, როგორც ამ შემთხვევაში მე, მაშინ ეს წესი აღარ მუშაობს?! თუ მხოლოდ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს და საფრთხის შემცველად განიხილებოდეს ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება დემოკრატიულ ქვეყნებში?!
ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით.
ამ ღირებულებებს რომ ვცემ პატივს და ერთგული ვარ მათი, ეს არაერთხელ განვაცხადე. მეტიც, კოალიციის დეკლარაციასაც მოვაწერე ხელი, რომელიც მთლიანად ამ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებს ვცემდი პატივს ყოველთვის, და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს, 57 წლის კაცი შევიცვლი ღირებულებებს, ასეთებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ.
მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა.
თუ შევძლებ დამართლაცმოვახდენევროპულიმიმართულებითქვეყნისწინსვლისსაქმეშიგავლენასხელისუფლებაზე,ამასუნდამიესალმებოდესყველა.
არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე.
მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ის, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი ამბავია და მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ ქვეყნებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა, ბევრი პოლიტიკოსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება, და ეს არავის აფრთხობს.
ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის ,,think tank“-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ ,,brain trust“-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მოქმედი ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების ტოლფასია. ამ ,,think tank“-ის სათავეებთან კი, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები დგანან.
და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხიმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამროდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
მე მაშინ არ შემშინებია, როდესაც უმძიმეს ვითარებაში მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მრავალწლიანი მმართველობა ემუქრებოდა, როდესაც საზოგადოებაში სრული სასოწარკვეთილებისა და უპერსპექტივობის განცდა მეფობდა, როდესაც მთლიანად განადგურებული იყო ოპოზიციური ძალები, - სწორედ მაშინ დავდე სასწორზე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, შვილების უსაფრთხოება და სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილება მივიღე.
მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი, ერთ მუშტად შევკარი საზოგადოება და ვაიძულე სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობიანად, უსისხლოდ გადმოებარებინა ხელისუფლება. და ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ნამდვილი დემოკრატიული ძალები მოვიყვანე, თავად ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, დავტოვე ხელისუფლება. ეს, ალბათ, ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს.
შეიძლება სწორედ ეს აბნევთ ვიღაცებს, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის ერთ-ერთი უმთავრესიმოტივაცია, ამოცანა და მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნის მართვა და თავისი შეხედულებით სახელმწიფო საქმეების გაძღოლა.
მინდა მივმართო ყველას - ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი...
კომენტარი