გაიყვანეთ ყველა რუსი დეპუტატი ამ შენობიდან, თორემ ამ სკამთან მე კი არ ვიდგები, ქართველი ხალხი დადგება - ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას
გაძლევთ ნახევარ საათს, გაიყვანეთ ყველა რუსი დეპუტატი ამ შენობიდან - ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის სპიკერატს მიმართა, თუ ნახევარ საათში ყველა რუსი დეპუტატი პარლამენტის შენობას არ დატოვებს, ოპოზიცია ქართველ ხალხს არა პარლამენტის წინ, არამედ სხდომათა დარბაზში შეკრებს.
„ველოდებით პარლამენტის სპიკერატის გადაწყვეტილებას, დროს ვაძლევთ ნახევარ საათს, თუ არ გაიყვანენ ამ ხალხს პარლამენტის შენობიდან, ჩვენ დავიწყებთ ხალხის მობილიზაციას და არა პარლამენტის წინ, ამ დარბაზში შემოვიყვანთ მოქალაქეებს.
ბატონო კობახიძე, აქ რომ დაგდოთ ივანიშვილმა ახლა, კეთილი ინებეთ და გაიყვანეთ ყველა რუსი დეპუტატი ამ შენობიდან, თორემ ამ სკამთან მე კი არ ვიდგები, ქართველი ხალხი დადგება, ვერ გააჩერებთ ქართველ ხალხს, რომელიც მოადგება პარლამენტის ალაყაფს და დარბაზის კარებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კომენტარი