სუს-ის კომენტარი დრონი.ჯი-ს ექსკლუზივზე - რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია
სუს-ის კომენტარი დრონი.ჯი-ს ექსკლუზივზე. რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? - აი, რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი"- აღნიშნავენ სუს-ში.
კომენტარი