სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ელიტ თრეველ ტური“: წელს ღვინის ტურებზე მოთხოვნა 25%–ით გაიზარდა

Commersant.ge


ღვინის ტურებზე მოთხოვნა წელს 25%–ით გაიზარდა. კომპანია „ელიტ თრეველ ტურის“ მარკეტინგის მენეჯერის, ვასილ მიქაძის თქმით, ზოგადად წლევანდელი წელი, შარშანდელთან შედარებით უფრო აქტიური იყო. მისი განცხადებით, უცხოელები ყველაზე მეტად მაღალმთიანი კურორტებით ინტერესდებიან.

კომპანია „ელიტ თრეველ ტური“ მომხმარებლებს სასტუმროების დაჯავშნასა და საქართველოს მასშტაბით ტურების ორგანიზებას სთავაზობს. ვასილ მიქაძის ინფორმაციით, ბოლო სეზონზე მომსახურების პაკეტს ახალი ტურებიც დაემატა. უცხოელი ტურისტების მხრიდან კი, ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა უკვე არის და სასტუმროების დაჯავშნაც დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100