სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონიაში გარდაცვლილებისათვის სასტუმრო ააშენეს

იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში გარდაცვლილებისათვის სასტუმრო ააშენეს. სასტუმრო Lastel 18 ნომრისგან შედგება, სადაც კრემაციის მომლოდინე მიცვალებულები მოთავსდებიან.

იოკოჰამა კანაგავას პრეფექტურის დედაქალაქია და იაპონიის რიგირთ მეორე უდიდეს ქალაქია მოსახლეობის მიხედვით. ასე, რომ Lastel კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის.

როგორც იაპონური პრესა იუწყება, სასტუმრო მოსახლეობის თხოვნის შედეგად აშენდა; ქალაქის კრემატორიუმებში თავისუფალი ადგილები მიცვალებულების შესანახად ხშირად არაა, ამიტომ კრემაციის რიგის მომლოდინე გარდაცვლილები ახლობლების სახლებში საკმაოდ დიდ ხანს ატარებენ.

სასტუმროში ერთი დღე–ღამის „გატარება“ 150 დოლარი ღირს.

სტატისტიკის მიხედვით, სასტუმროს „ბინადარნი“ ოთახებს მაქსიმუმ 4 დღე–ღამის ვადით იკავებენ. Lastel–ის კარი კლიენტებისათვის მუდამ ღიაა. ასევე, ნათესავებს შეუძლიათ დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში „მოინახულონ“ გარდაცვლილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100